პაატა იმნაძე: ნიღბის ტარებას არა მარტო წესის ცოდნა, არამედ კარგად გათავისება სჭირდება, საფრთხილოა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, პირბადის არასწორად გამოყენება საფრთხილოა.

მისივე თქმით, ნიღბის ტარებას არა მარტო წესის ცოდნა, არამედ კარგად გათავისება სჭირდება.

„გინახავთ ბევრი, რომ ხელს მოიკიდებს, ჩამოსწევს ნიღაბს და მერე ისევ გაიკეთებს. ამით რისკი იზრდება, რადგან ამ ნიღაბზე რაც მოხვდა ვირუსები, ხელი რომ მოვკიდე, ხელზე გადმოვიდა. მერე ხელი თვალში ამოვისვი, სახეს შევეხე და შევიტანე ვირუსები კონცენტრირებული ნიღბიდან ჩემივე ხელით. ამიტომაც ნიღბის ტარებას უნდა თავისი არა მარტო წესის ცოდნა, არამედ კარგად გათავისება. მაგალითად, ის აუცილებლად უნდა მოიხსნა ყურების მხრიდან (თასმებით) და არა წინა, სახის მხრიდან. ამიტომაც არის, რომ ძალიან საფრთხილოდ მიგვაჩნია ნიღბის რჩევა მოსახლეობისთვის.
​ჩვეულებრივი ქირურგიული ნიღაბი, რადგან წვეთოვანია, ამ შემთხვევაში საკმარისია, თუმცა თუ ექიმი ატარებს რამე მანიპულაციას, თუნდაც ბრონქოსკოპიას, სადაც აეროზოლი შეიძლება წარმოიქმნას, მაგ დროს უკვე საჭიროა რესპირატორი. რა თქმა უნდა კარგია სახის ფარი ექიმისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის, რათა დაიცვას თვალების ლორწოვანები”, – განაცხადა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები