ეკონომიკის სამინისტრო ანტიდემპინგური კანონის ამოქმედების გადავადებას ითხოვს

ანტიდემპინგური კანონის ამოქმედება შესაძლოა 2021 წლამდე გადაიდოს. შესაბამისი ინიციატივით ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენად არველაძე საკომიტეტო მოსმენაზე დღეს გამოვიდა.

მიზეზად კანონპროექტის აღსრულებისთვის საჭირო ბიუჯეტის არ ქონა სახელდება.

საკანონმდებლო ორგანოში ანტიდემპინგური კანონის ინიცირება გასულ წელს მოხდა. კანონის ძალაში შესვლის თარიღად 2020 წლის 1 იანვარი გამოცხადდა, თუმცა როგორც არველაძე აცხადებს, იქიდან გამომდინარე, რომ საკომიტეტო მოსმენები გადაიდო, კანონპროექტის აღსრულებისთვის საჭირო ბიუჯეტი გამოყოფილი არაა.

„კონკურენციის სააგენტოს არ გააჩნია ბიუჯეტი, იმისათვის რომ წელს დაიწყოს ამ კანონის აღსრულება. გამოწვევად რჩება ახალი სამსახური, რომელიც დეპარტამენტის სახით უნდა შეიქმნას და განახორციელოს მოკვლევა. საჭიროა ახალი პერსონალი, მათი მომზადება. ამიტომ გთავაზობთ 2021 წლის პირველი ივნისიდან განისაზღვროს კანონპროექტის ძალაში შესვლა”, – აცხადებს არველაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები