წამებისთვის და არაადამიანური მოპყრობისთვის მსჯავრდებულმა, “მატროსოვის” ციხის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ საპატიმრო დატოვა

რამდენიმე წუთის წინ მატროსოვის საპატიმრო დაწესებულება, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანმა, ციხის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ, ჯონი ივანიშვილმა დატოვა.

ის სასჯელს წამებისთვის და არაადამიანური მოპყრობისთვის იხდიდა.

2012 წელს ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ჯონი ივანიშვილისა და დაწესებულების რეჟიმის უფროსის, ვლადიმერ კაპანაძის ხელმძღვანელობით მსჯავრდებულთა დათრგუნვის, დაშინების და დემორალიზების მიზნით სად-ის N6 დაწესებულებაში მათი მიღებისას, განურჩევლად ასაკის, ეთნიკური მდგომარეობის თუ რელიგიური შეხედულებისა ხდებოდა პატიმართა ადმინისტრაციის მუშაკთა და სპეცრაზმის მიერ გაკეთებულ ე.წ კორიდორში გატარება, რა დროსაც მსჯავრდებულებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

2014 წლის 25 თებერვლის რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ვლადიმერ კაპანაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 144′-ე მუხლის ,ა”, „ბ“, „დ“,,,ე“ ,,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით დაენიშნა, მასვე ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 4 წლის ვადით. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼ და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლისა და 3 თვის ვადით, მასვე ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 4 წლის ვადით. (ვლადიმერ კაპანაძე იძებნება) ამავე განაჩენით, ჯონი ივანიშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 144′-ე მუხლის ,ა”, „ბ“, „დ“,,,ე“ ,,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, მასვე ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 3 წლის ვადით. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼ და თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 9 თვის ვადით განესაზღვრა, მასვე ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლისა და 3 თვის ვადით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 16 ივლისის განჩინებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი დაცვისა და ბრალდების საკასაციო საჩივრები და პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები