ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ რუისში გზის მოასფალტების სამუშაოები დაათვალიერეს

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ რუისში #2 და #3 საჯარო სკოლამდე მისასვლელი გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს .

ამჟამად მიმდინარეობს სანიაღვრე ღარის მოწყობა რკინა-ბეტონით. აღნიშნული პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით  ხორციელდება. სულ დაიგება 360 გრძ.მ გზის საფარი.

აღნიშნული პროექტის ღირებულება 189 000 ლარს შეადგენს.

სამუშაოებს ასრულებს შპს ,,შარა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები