ირანში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა იმატა, გაზრდილია სიკვდილიანობაც

ირანში კორონავირუსს 19 ადამიანი ემსხვერპლა, დაავადებულთა რაოდენობა 139- ს მიაღწია.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, კიანუშ ჯახანპურმა, განაცხადა.

მისი ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

25 თებერვლის მონაცემით, ირანში 15 გარდაცვლილი და 95 ინფიცირებული იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები