ონის მერმა სახელოვნებო და სპორტულ დაწესებულებებში სამუშაო პროცესი მოინახულა
ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე სახელოვნებო და სპორტულ ა(ა)იპ დაწესებულებებში არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობას და სამუშაო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.
ემზარ საბანაძემ პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელთან გივი ბენდიანიშვილთან ერთად სპორტკომპლექსის შენობა და კულტურის სახლი დაათვალიერა.
მერი არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო, ამ დროისთვის, სპორტული კომპლექსი მზადაა, ექსპლოატაციისათვის, კულტურის სახლი კი რეაბილიტაციას საჭიროებს.
მერის დავალებით, შესაბამისი სამსახურების მიერ ერთი კვირის ვადაში მომზადდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ადგილზე არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე და სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყება.
ანალოგიური აქტივობები ა(ა)იპ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესასწავლად მომდევნო კვირაშიც გაგრძელდება.