კახა კალაძე: პროგრამაში „ისწავლე და დასაქმდი“ მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება მარტში დაიწყება

0

პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ბიუჯეტი 2020 წლისთვის თითქმის გავაორმაგეთ და 330 000 ლარს შეადგენს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროგრამა ოთხ სახელმწიფო კოლეჯში განხორციელდება და პირველ ეტაპზე 1 107 ბენეფიციარი ეყოლება.

„2018 წლიდან ავამოქმედეთ პროფესიული გადამზადების პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“. ამ ორი წლის განმავლობაში პროგრამამ 2 000-მდე პირი გადაამზადა სხვადასხვა პროფესიაში და რაც მთავარია, სასწავლო კურსის დასრულებისთანავე მათი დასაქმების მაჩვენებელი 70 პროცენტია. თუ ორი წლის განმავლობაში ჯამში 360 000 ლარს შეადგენდა პროგრამის ბიუჯეტი, 2020 წლისთვის თითქმის გავაორმაგეთ და შეადგენს 330 000 ლარს. პროგრამა მოიცავს მოკლევადიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს, რომლებიც აგებულია თეორიული და პრაქტიკული ცოდნის, უნარების და ღირებულებების გამომუშავებაზე და არის სერტიფიცირებული. სპეციალობები განისაზღვრა შრომის ბაზრის კვლევისა და კოლეჯების პარტნიორი კომპანიების გამოკითხვის შედეგად. პროგრამა ხელს შეუწყობს თბილისში უმუშევრობის დონის შემცირებას. ასევე, საწარმოების მოთხოვნილებების ნაწილობრივ დაკმაყოფილებას. პროგრამა ოთხ სახელმწიფო კოლეჯში განხორციელდება 38 სპეციალობაში და 1 107 ბენეფიციარი ეყოლება პირველ ეტაპზე. მსურველების განაცხადების მიღება მარტში დაიწყება. ამის შესახებ წინასწარ გახდება ცნობილი თბილისის მოსახლეობისთვის და იმედი მაქვს, ამ შესაძლებლობას ბევრი ჩვენი მოქალაქე გამოიყენებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი