სალხინოში ჩხურუს საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში, სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ჩხურუს საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდება, რომელიც 60 მოსწავლეზეა გათვლილი. ასევე, მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ მერის მოადგილესთან, აკაკი ხუნწელიასთან ერთად დაათვალიერა.

სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 1 211 075 ლარს შეადგენს და სამუშაოებს ამხანაგობა „დაგი ქონსტრაქშენი“ ასრულებს. ამ ეტაპზე დასაქმებულია 20 ადგილობრივი.

წაჩხურუს საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარე  წლის ოქტომბრის თვეში დასრულდება. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურუში საჯარო სკოლის მშენებლობა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები