სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ტრაილერი და მინივენი შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები