სოფელ ქვედა საზანოში ახალი საბავშვო ბაღი შენდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვედა საზანოში ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყო.

ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტის მიხედვით, ბაღში სათამაშო და საძინებელი ოთახები მოეწყობა. გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა საბავშვო ბაღის ეზო. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ბავშვები სათანადო გარემოში შეძლებენ განათლების მიღებას.

“ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, მნიშვნელოვანია არა მარტო სოფლისთვის, არამედ მუნიციპალიტეტისთვის. განახლებული ინფრასტრუქტურა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ბავშვებმა განათლება საკუთარ სოფელში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ გარემოში მიიღონ“, – განაცხადა ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები