ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ოპოზიცია რომ უფრო რაციონალური იყოს, უნდა დაჯდეს ხელისუფლებასთან და კომპრომისზე მოილაპარაკონ

ოპოზიცია რომ უფრო რაციონალური იყოს, უნდა დაჯდეს ხელისუფლებასთან და რაღაც კომპრომისზე მოილაპარაკონ, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას გაჯიუტება არაფერს აძლევს.

„ხელისუფლება ოპოზიციას 100/50-ზე მოდელს სთავაზობს. ცალსახად ყველა თანხმდება იმაზე, რომ ეს უფრო კარგია ოპოზიციისთვის, ვიდრე 73/77-ზე. მაგრამ როგორ იქცევა ოპოზიცია? ძალიან ემოციურად, გასაგებია, რომ ნეგატიურად იმოქმედა უგულავას დაჭერამ, მაგრამ ოპოზიცია რომ უფრო რაციონალური იყოს, უფრო რაციონალურად მიუდგეს ამ საკითხს, უნდა დაჯდეს ხელისუფლებასთან და რაღაც კომპრომისზე მოილაპარაკონ. გაჯიუტება არაფერს აძლევს მათ. თუ შენ ხარ მართლა ევროპულად და რაციონალურად მოაზროვნე პარტია, ხომ უკეთესია დაჯდე და რაც შეიძლება მეტი გამოსძალო ხელისუფლებას? დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებას არანაირად არ აწყობს ცვლილება“, – განაცხადა მჭედლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები