იტალიაში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა და დაავადებულთა რიცხვი გაიზარდა
იტალიაში COVID -19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა, მათგან 6 ლომბარდიაში, ერთი ვენეტოში.
ლომბარდიაში დაავადებულთა რიცხვი 173-მდე გაიზარდა, ვენეტოში 33, გარდა ამისა, 18 შემთხვევა ელიმილია-რომანოში, სამ-სამი პიემონტსა და ლაციოში, ჯამში 230 დაავადებულია.
გარდა ამისა, დაავადების პირველი შემთხვევა სამხრეთ ტიროლშიც დაფიქსირდა.