თელავის მუნიციპალიტეტში ტყეში ხანძარი გაჩნდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშავლის ტყეში ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
როგორც “რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს,ცეცხლი ტყის ქვედა საფარს და ეკალ-ბარდს გაუჩნდა და მოხდა ღია კერების ლოკალიზება,თუმცა 20-მდე სახანძრო-მაშველი ადგილზე უსაფრთხოების მიზნით მთელი ღამის განმავლობაში დარჩება.

ფშაველი- ლეჩურის თემში მერის წარმომადგენლის,ვალერი აბრამიშვილი თქმით, ცეცხლი დღის მეორე ნახევარში თავდაპირველად ხმელ ბალახს მოედო, მოგვიანებით კი ტყის მასივზე გაცრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები