“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ჭალოვანის ადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებლებთან შეხვედრები გაიმართა

საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები ჭალოვანის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდნენ. ხვანის, ჭალოვანის, ლიჩის, ღოდორასა და ვაკისას მაცხოვრებლებმა მოსაზრებები გამოთქვეს და ხმათა უმრავლესობით განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები შეარჩიეს.

მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფელ ხვანში სასაფლაომდე მისასვლელი გზა მოიხრეშება, ასევე,სასმელი წყლის სისტემისთვის მილების, პლასტმასის ავზებისა და სხვა საჭირო მასალების შეძენა მოხდება, რისთვისაც 10 000 ლარია გამოყოფილია. სოფელ ჭალოვანში  სასმელი წყლის სისტემისთვის მილების, პლასტმასის ავზებისა და სხვა საჭირო მასალების შეძენა მოხდება და საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ატრაქციონი მოეწყობა, რომლისთვისაც 16 000 ლარი დაიხარჯება. სასმელი წყლის სისტემისთვის მილების, პლასტმასის ავზებისა და სხვა საჭირო მასალების შეძენა გადაწყდა სოფელ ლიჩში. პროექტის ღირებულება 10 ათასი ლარი იქნება.

ასევე, სასმელი წყლის სისტემისთვის მილების, პლასტმასის ავზებისა და სხვა საჭირო მასალების შეძენა და გზის რეაბილიტაცია გადაწყდა სოფელი ღოდორაში, რომლისთვისაც 10 000 ლარი გამოიყო. სასმელი წყლის სისტემისთვის მილების, პლასტმასის ავზებისა და სხვა საჭირო მასალების შეძენა და გზის რეაბილიტაცია მოხდება სოფელ  ვაკისაშიც, რისთვისაც 10 000 ლარი გაიხარჯება .

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები საჩხერის მუნიციპალიტეტში გრძელდება და ყველა სოფელს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები