გიორგი პერტაია ლატვიის რესპუბლიკის ელჩს ორ ქვეყანას შორის ექსპორტ-იმპორტის მნიშვნელობაზე ესაუბრა
სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი, ინგრიდა ლავრენცე მიიღო.
შეხვედრას პალატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორი, ნინო ბაბუხადია, ლატვიის რესპუბლიკის საპატიო კონსულები საქართველოში, ბონდო დავითაშვილი, მიხეილ ხუნდაძე და ლატვიის საელჩოს წარმომადგენელი, კლაუს სნიედზე ესწრებოდნენ.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ექსპორტ-იმპორტის მნიშვნელობაზე, ასევე ლატვიური და ქართული კომპანების ხელშეწყობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
საქართველოსა და ლატვიის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი 2014 წელს გაფორმდა და მას შემდეგ აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის ფორუმებსა და შეხვედრებზე. შეხვედრისას აღინიშნა, თუ რამდენადაა ლატვიის მხარის დაინტერესება ქართული ღვინით და რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ქართული ღვინის ლატვიურ ბაზარზე ინტეგრირების მიმართულებით.