საქსტატის რეგიონალური შეხვედრა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური რეგიონებში გასვლით საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს. 21თებერვალს სტატისტიკის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდაძემ, შეხვედრა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან შოთა რეხვიაშვილთან გამართა.
შეხვედრას ადგილობრივი თვითმართველობის და საქსტატის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მთავარ მიზანს ადგილობრივი თვითმართვრლობისათვის საქსტატის მომავალი გეგმების გაცნობა და მათი საჭიროებების დადგენა იყო.

სტატისტიკური ბიუროს აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე აცხადებს, რომ რეგიონული სტატისტიკური მონაცემები ადგილობრივ თვითმართველობას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.

“ჩვენ ვგეგმავთ არსებული მონაცემების ხარისხის გაუმჯობესებას ,საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას. ასევე უნდა აღინიშნოს რომ ჩვენ გავაძლიერეთ მნიშვნელოვნად ჩვენს საერთასორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან ურთიერთობა რაც გვეხმარ3ება ჩვენი სტრატეგიით და მთავრობის მიერ დამტკიცცებული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების და ფუნქციების სესრულებაში”, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები