ზურაბ აბაშიძე: ევროსაბჭოს მინისტერიალზე რუსული დელეგაციიდან ჩამოვა ის, ვისაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი დარღვეული არ ექნება
თბილისში, მაისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტერიალზე რუსული დელეგაციიდან ჩამოვა ის, ვისაც ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არ აქვს, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს აქვს კანონმდებლობა, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას.
“ჩამოვა, ვისაც არ ექნება დარღვეული კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ეს ერთია. პრინციპში, ეს საერთაშორისო ფორუმია, ჩვენ გვაქვს აღებული ვალდებულება, რომ ამას შესაბამისი სტანდარტებით ჩავატარებთ. ამავე დროს, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი კანონმდებლობა, რაც ყველამ უნდა დაიცვას,” – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.