თინა ხიდაშელი: ნუ დაგავიწყდებათ, რომ სწორედ ეს კაცია შემოქმედი ქვეყანაში იმ ბოროტების მანქანის, რომელიც დღემდე ვერ მოვიცილეთ

ნუ დაგავიწყდებათ რომ სწორედ ეს კაცია შემოქმედი ქვეყანაში იმ ბოროტების მანქანის რომელიც დღემდე ვერ მოვიცილეთ, – ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას.

მისი თქმით, ქალაქში დღეიდან ახალი ცირკი ჩამოდგა.

“ქალაქში ახალი ცირკი ჩამოდგება დღეიდან.
ყოველ ჯერზე როდესაც დღეს ციხიდან გამოსულ კაცზე ისაუბრებთ, ან ეთერში გეყოლებათ ან მის გმირად და რეჟიმის მსხვერპლად წარმოჩენას შეეცდებით ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამით გმირულ საქციელად მიიჩნევთ: პოლიციურ რეჟიმს, რეპრესიებს, დემონსტრაციის შემდეგ დატოვებულ გვამებს, მოპარულ არჩევნებს, ასობით გადამალულ და სასტიკად ნაცემ დემონსტრანტს.
ნუ დაგავიწყდებათ რომ სწორედ ეს კაცია შემოქმედი ქვეყანაში იმ ბოროტების მანქანის რომელიც დღემდე ვერ მოვიცილეთ.

PS ან ბოდიში, მოიხადე, ან სინანული დაგეტყოს  ვის ემუქრები? შენ რომ დაამხობ და მერე დაბრუნდები ის ხელისუფლება ისევ დასამხობი რომ იქნება კი უნდა ხვდებოდე უკვე”, – წერს ხიდაშელი.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერმა და ექს შს მინისტრმა, ვანო მერებაშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დატოვა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები