ნუკრი ქანთარია: ვანო მერაბიშვილი კალენდრიდან ამოხეული ფურცელია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით ვანო მერაბიშვილი კალენდრიდან ამოხეული ფურცელია.
მისივე თქმით, “ორი გვამის პატრონი“, პოლიტიკაში აქტიურად ვერ მობრუნდება.
„ვანო მერაბიშვილი არის კალენდრიდან ამოხეული ფურცელი და თუ რომელიმე პარტია სიმბოლურად დაიკიდებს, ეს მათი საქმე და მათი გადასაწყვეტია. დანარჩენი ყველაფერი არის „ბლეფი“. ორი გვამის პატრონი პოლიტიკაში ისე აქტიურად მობრუნდეს, რომ მან ამ მუქარასა თუ დანაქადნებს ოდნავ მაინც ბიძგი მისცეს, არის აბსოლუტურად გამორიცხული”, – განაცხადა ქანთარიამ.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დატოვა.