ანრი ოხანაშვილი: “ნაცმოძრაობასა“ და მის სატელიტ პარტიებს კიდევ ერთი კრიმინალური მენტალიტეტის ლიდერი შეუერთდა

ვანო მერაბიშვილი არის მსჯავრდადებული და მხილებული უმძიმესი დანაშაულების ჩადენაში, ეს ადამიანი არის კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანი, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ყოფილი პრემიერისა და ექს შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას.

მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობასა” და მის სატელიტ პარტიებს კიდევ ერთი კრიმინალური მენტალიტეტის ლიდერი შეუერთდა.

„ვანო მერაბიშვილი არის მსჯავრდადებული და მხილებული უმძიმესი დანაშაულების ჩადენაში. ეს ადამიანი არის კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანი. კიდევ ერთი კრიმინალური მენტალიტეტის ლიდერი შეუერთდა იმ კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ლიდერების ჯგუფს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავის სატელიტ პარტიებთან ერთად წარმოადგენს. ამას პასუხს ის დაზარალებულები და სისტემური დანაშაულის მსხვერპლი ადამიანები გასცემენ, ვინც ამ ადამიანმა გააუბედურა და უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა. „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს და „ნაციონალური მოძრაობა“ დასრულდება საპარლამენტო არჩევნებზე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები