ლევან კობერიძე მერაბიშვილზე: იმ ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფოს და საკუთარი ხალხის წინაშე დანაშაული მიუძღვით არ ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება როდესმე პოლიტიკური პერსპექტივა ჰქონდეთ
პოლიტიკური განცხადებები ვანო მერაბიშვილისგან მოვისმინეთ, ახლა დაველოდოთ როგორ გაინაწილებენ ერთმანეთში “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” ვანო მერაბიშვილს, – ასე გამოეხმაურა “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კობერიძე ყოფილი პრემიერისა და ექს შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას.
“პოლიტიკური განცხადებები მისგან მოვისმინეთ, ახლა დაველოდოთ როგორ გაინაწილებენ ერთმანეთში “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” ვანო მერაბიშვილს. საით გაუწევს უფრო გული. ეს მათი შიდა სამზარეულოს თემაა, რომელიც ვფიქრობ არცთუ აქტუალური იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის და მომავალი არჩევნებისთვის. იმ ადამიანებს, რომლებსაც დანაშაული მიუძღვით სახელმწიფოს და საკუთარი ხალხის წინაშე არ ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება როდესმე ჰქონდეთ პოლიტიკური პერსპექტივა”, – განაცხადა ლევან კობერიძემ.
ყოფილმა პრემიერმა და ექს შს მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დატოვა.