საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდები დღეს „ევროპული საქართველოს” ოფისთან აქციას გამართავენ

ფეისბუქმომხმარებელი ჯონდო ცერცვაძე სოციალურ ქსელში გუშინ ოპოზიციის მიერ ოკუპანტის ჰიმნის გაჟღერებას ეხმაურება და საზოგადოებას ამ ფაქტის გაპროტესტებისკენ მოუწოდებს.

„ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, და განსაკუთრებით კი, როგორც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდისთვის, უმძიმესი და შეურაცხმყოფელი იყო ოკუპანტის ჰიმნის გაჟღერება საქართველოს პარლამენტში.

მოვდივარ თბილისში! ერთად გავაპროტესტოთ და მოვთხოვოთ ოკუპანტის ჰიმნის გამჟღერებლებს მანდატის დატოვება!

19:30 სთ., „ევროპული საქართველოს” ოფისი, ბარნოვის %40.” – წერს ჯონდო ცერცვაძე.

ცნობისთვის, გუშინ „ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებმა პარლამენტში რუსეთის ჰიმნი ჩართეს. ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაშინ შევიდნენ, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე საუბრობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები