სამტრედიაში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულს სახაზინო ადვოკატი დაიცავს

სამტრედიაში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ გიგა აბრალავას სახაზინო ადვოკატი დაიცავს.

როგორც იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატი პავლე კაკაბაძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯერ არ შეხვედრია და ამიტომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

“ამ ეტაპზე საქმის მასალებთან წვდომა არ მქონია, მეტიც, არ შევხვედრივარ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ეს წუთია ავიღე ორდერი, რომ შევხვდე მას. ამის შემდეგ შემეძლება დეტალური ინფორმაცია მასთან შეთანხმებით მოგაწოდოთ. ამ დროისთვის არ მაქვს ინფორაცია აღიარებს თუ არა ბრალს, რადგან არ შევხვედრივარ”, – განაცხადა ადვოკატმა პავლე კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, დანაშაული სამტრედიაში, სამოქალაქო რეესტრის მოქალაქეთა მისაღებში გუშინ მოხდა. ბრალდებული, რომელმაც ცოლი ცივი იარაღით მოკლა, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. მას 13-დან 17-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები