მამუკა მდინარაძე: საქართველოს პარლამენტში საბჭოთა ჰიმნის აჟღერება იუნკერებისა და ქვეყნის პირველი პრეზიდენტის უმძიმესი შეურაცხყოფაა

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა ჰიმნის გაჟღერება შეურაცხმყოფელია და გასაკვირი არაა, თუ ამას ახალგაზრდების მხრიდან გულწრფელი პროტესტი მოჰყვა, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე გუშინდელ აქციას, სადაც ახალგაზრდების ჯგუფმა “ევროპული საქართველოს” წევრების, ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილის მიერ პარლამენტში საბჭოთა ჰიმნის ჩართვა გააპროტესტა.

მდინარაძის თქმით, პარლამენტში საბჭოთა ჰიმნის აჟღერება იუნკერებისა და ქვეყნის პირველი პრეზიდენტის უმძიმესი შეურაცხყოფა.

“ქართული ოცნების“ დაორგანიზებული იყო 150 ათას კაციანი აქცია, რომელიც ევროპის მხარდასაჭერად იყო ორგანიზებული. გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი აქტივი გადაერთო იმაზე, გვარი როგორ შეეშალა და ხოშტარიას ნაცვლად, ხოფერია თქვა. ამაზე სოციალურ ქსელში დასცინოდნენ. ამის შემდეგ, რუსული ჰიმნი, ქართული ჰიმნი ჩაგვესმა? ამ ადამიანების გულწრფელი პროტესტი პროტესტი აღარ არის? ამის დალაგებას ცდილობთ? ეს არის მართლა სირცხვილი. ამ ახალგაზრდებზე გიორგი ჩაკვეტაძემ მითხრა, რომ რამდენიმე ათეული მესიჯი მიუვიდა და არ არსებობს, ახალგაზრდებმა ეს ყველაფერი არ გააპროტესტონო. მან მითხრა, ამ ხალხს ვერ ვაკავებ, რადგან თუ გავრილოვის სავარძელში ჩაჯდომა იმხელა პრობლემა იყო, რომ ისტორია შეცვალაო, რუსული ჰიმნი კი პრობლემა არ არისო? ამ პრობლემის გადაფარვას იმით ცდილობთ, რომ რომელიღაც ახალგაზრდას გვარი შეეშალა? მართლა უხერხულია. რუსული ჰიმნის აჟღერება შეურაცხმყოფელი იყო. გასაგებია, „ტრენდი“, ყველა ქვეყანაში „ტრენდი“ ოპოზიციის სასარგებლოდ ლაგდება ხოლმე, მაგრამ ტრენდი ერთია და მეორეა, რა ხდება სინამდვილეში. საქართველოს პარლამენტში რუსული ჰიმნი თქვენც დაგიკრეს და ამას ადეკვატურად უნდა მოეპყროთ. საქართველოს პარლამენტში რუსული ჰიმნის აჟღერება არის იუნკერების და ქვეყნის პირველი პრეზიდენტის უმძიმესი შეურაცხყოფა. ეს არის უმძიმესი შეურაცხყოფა იმ ადამიანების, ვისი სახელობისაც არის ეს დარბაზი. ზვიად გამსახურდიასი და იმ ფაქტის, რომ ამ დარბაზში მოხდა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმოწერა 1991 წლის 9 აპრილს. ოკუპანტი სახელმწიფოს ჰიმნის გაჟღერებით ამ ყველაფერს შეურაცხყოფა მიაყენეს. ამაზე კამათიც არ უნდა იყოს, მაგრამ დღეს იმაზე არიან გადასულები, რომ ახალგაზრდა ადამიანი დააბულუნგონ, რომელსაც თურმე, ხოშტარიას გვარი შეეშალა და ამით ამ ყველაფრის გადაფარვას ცდილობენ. „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი აქტივი მობილიზებული იყო, რომ ეს ახალგაზრდა დაებულინგებინათ”, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები