კარლ ჰარცელი: ოკუპირებულ ცხინვალში შექმნილი ვითარება უნდა გახდეს მიზეზი იმისთვის, რომ გამშვები პუნქტები გაიხსნას

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარება უნდა გახდეს მიზეზი იმისთვის, რომ გამშვები პუნქტები გაიხსნას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ადამიანები ნაკლებად იტანჯებიან და პრობლემებიც ნაკლებია, – ასე გამოეხმაურა ოკუპირებულ ცხინვალში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი.

“ჩემთვის ძალიან რთულია შექმნილი ვითარება სათანადოდ შევაფასო და ვისაუბრო იქ არსებულ მდგომარეობაზე. ამ პრობლემაზე აქამდეც არაერთხელ გამომითქვამს შეშფოთება. მათ შორის, გამშვები პუნქტების დახურვაზე. ჰუმანიტარული მდგომარეობა ის საკითხია, რომელიც მხედველობაში უნდა ვიქონიოთ. შექმნილი ვითარება უნდა გახდეს მიზეზი იმისთვის, რომ გამშვები პუნქტები გაიხსნას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ადამიანები ნაკლებად იტანჯებიან და პრობლემებიც ნაკლებია,” – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

ოკუპირებულ ცხინვალში საკვები პროდუქტების დეფიციტია – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები