მამუკა სალუქვაძე: პოლიტიკოსები უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავენ და ამუნათებენ სახელოვან სპორტსმენებს, ეს რაღაც ახალი ტრენდია

ურბანისტი მამუკა სალუქვაძე სოციალურ ქსელში რაგბის კავშირის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და წერს, რომ ახალი ტრენდია პოლიტიკოსების მიერ სახელოვანი სპორტსმენების ლანძღვა.

“საოცარია, მაგრამ ამასაც მოვესწარით, რომ არაფრისგამკეთებელი, უსაქმური, ლუზერი, უსარგებლო, სრულიად უპრინციპო, ათასპარტიაგამოცვლილი და ფულზე არაერთხელ გაყიდული ე.წ. პოლიტიკოსები უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავენ და ამუნათებენ ყველასთვის საყვარელ სახელოვან სპორტსმენებს, ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებს. ეს რაღაც ახალი ტრენდია როგორც ჩანს, ვიღაცის ავადმყოფ თავში მოხარშული და პორცია-პორცია ცდილობენ შეგვაჭამონ და შეგვაჩვიონ…”- წერს მამუკა სალუქვაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბიძინა ივანიშვილს რაგბის კავშირმა დაბადების დღე მიულოცა, რასაც საზოგადოების და პოლიტიკოსების ნაწილის მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები