შუახევში შშმ პირთა დღის ცენტრი საჭირო ინვენტარით აღიჭურვა

შუახევში შშმ პირთა დღის ცენტრი ახალი ინვენტარით აღიჭურვა.

არასმთავრობო ორგანიზაცია ,,იმედი ჰანდიკაპის“ წარმომადგენელმა მარი კლერ ორსემ და ორგანიზაციის ფინანსურმა მენეჯერმა ალექსანდრე წამალაშვილმა დღის ცენტრს შშმ პირთათვის განკუთვნილი ადაპტირებული სპეციალური ავტომობილი, საგანმანათლებლო აღჭურვილობა, სამედიცინო ინვენტარი და ავეჯი  გადასცა.

დღის ცენტრში მომუშავე თერაპევტებს ორგანიზაცია ,,მაკლეინ საქართველო“ ამზადებს. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ბენეფიციარებისთვის ფსიქოლოგიური კონსულტაციების გაწევა. ერთი წლის განმავლობაში, ცენტრის მუშაობას ზედამხედველობას საფრანგეთიდან მოწვეული თერაპევტი და ორგანიზაცია ,,ერთად რეალური ცვლილებისათვის“ გაუწევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები