მამუკა მდინარაძე: რუსი შემკვეთები რუსული ჰიმნის გახმოვანებისთვის, ალბათ, მადლობასაც ეტყვიან მათ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო ოპოზიციის წევრების მიერ საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერებას გამოეხმაურა და აღნიშნული ფაქტი “ძალიან უხეშ და ამორალურ” ქმედებად შეაფასა.

მისი თქმით, რუსი შემკვეთები რუსული ჰიმნის გახმოვანებისთვის, ალბათ, მადლობასაც ეტყვიან მათ.

„სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ვხედავთ ხოლმე პარლამენტის მიერ ჩატარებული სამუშაოს კონკრეტული შედეგების გადაფარვის ყოველდღიურ მცდელობას, ერთ-ერთი იყო დღეს, მათ შორის ძალიან უხეში და ამორალური ფორმით. ქვეცნობიერი როგორც ჩანს მაინც თავისას შვრება. აქ იუნკერები განისვენებენ, ამ დარბაზში ხელი მოეწერა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს და ამ დარბაზში დღეს ჩვენმა კოლეგებმა, სამწუხაროდ, საბჭოთა რუსული ჰიმნი გააჟღერეს და გაახმოვანეს. ესენი არიან ის ადამიანები, ვინც თავის დროზე მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, სადაც რუსეთის შეტევა საპასუხოდ იყო 2008 წლის აგვისტოში მოხსენიებული. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებმაც ჰააგის სასამართლოში მტკიცებულებები არ წარადგინეს და რომ არა ქართული ოცნების ხელისუფლება დღესაც მწირი მტკიცებულებებით ვიქნებოდით ჩვენი ჯარისკაცების დასაცავად ჰააგაში წარმოდგენილი, ესენი არიან ადამიანები, ვინც სტრატეგიული ობიექტები გადაუფორმეს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს ომის შემდეგაც და ესენი არიან ის ადამიანები, ვინც ეს ყველაფერი დააგვირგვინეს დღეს რუსული ჰიმნის გაჟღერებით საქართველოს პარლამენტში. ამიტომ შვება ქვეცნობიერი თავისას, თავისი რუსი შემკვეთები, რაც არ უნდა გადაჭარბებულად მოეჩვენოს ვინმეს, ალბათ რუსული ჰიმნის გახმოვანებისათვის მადლობასაც ეტყვიან მათ. ყოველთვის აკეთებდნენ რუსულ საქმეს და მხოლოდ სიტყვით იყვნენ პრო დასავლურები, ამ მთავარ ნიღაბს ეფარებოდნენ და დღეს დაიწყეს სხვადასხვა ნიღბების მორგება, რომ მათი მთავარი რეალური სახე და ნიღაბი დაფარონ და დამალონ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები