ოკუპაციაზე საუბრისას პარლამენტში ოპოზიციამ საბჭოთა კავშირის ჰიმნი გააჟღერა(ვიდეო)

პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლებმა პერფორმანსის სახით საბჭოთა კავშირის ჰიმნი გააჟღერეს.
აღნიშნული იმ დროს, მოხდა, როცა დეპუტატების წინაშე, ყოველწლიური ანგარიშის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე საუბრობდა.

ჰიმნის ხმა იმ დროს გაისმა, როდესაც თალაკვაძე რუსეთის მხრიდან ოკუპაციაზე საუბრობდა.
“ჩვენს პოლიტიკურ ოპოზიციაში დღემდე რჩებიან ადამიანები, ვინც თავის დროზე სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებს მიჰყიდეს, ბრძოლის ველზე ჯარისკაცები დატოვეს და მშვიდობიანი მოსახლეობა საომარ ზონაში მიატოვეს. ევროპის საბჭოში რეზოლუციას მოაწერეს ხელი, რომელიც საქართველოს ადანაშაულებდა საომარი მოქმედებების დაწყებაში”, – განაცხადა თალაკვაძემ.
დაცვის თანამშრომლებმა ოპოზიცის წევრების დარბაზიდან გაყვანა მალევე მოახერხეს. დარბაზში მსხდომები, კი ოპოზიციის პერფორმანს ტაშით შეხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები