ირაკლი კობახიძე: ოქრუაშვილი პარლამენტში იჭრებოდა, რას ნიშნავს პოლიტპატიმარი? აქ არის ძალიან სერიოზული კითხვები
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით პოლიტპატიმრებს უწოდებენ ადამიანებს, რომლებიც ივნისში ხელისუფლების გადატრიალებას აწყობდნენ და პარლამენტის შენობაში იჭრებოდნენ. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იყო ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა.
რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, კობახიძის თქმით, უმრავლესობა დისკუსიისთვის მზად არის.
„რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, მზად ვართ დისკუსიისთვის, თუმცა ამ დისკუსიას ბუნებრივია, დაბრკოლებას უქმნის მათი პოზიცია. ირაკლი ოქრუაშვილი ერთი წლის წინ იჭრებოდა პარლამენტის შენობაში, ეს არის ბრალდების საფუძველი. მან გუშინწინ ჩაიდინა ეს დანაშაული, წარმოიდგინეთ, რომ ხვალ ისევ ვიღაცამ სცადოს პარლამენტის შენობაში შემოჭრა, რეაგირება არ მოხდეს ამაზე? რას ნიშნავს პოლიტპატიმარი? აქ არის ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.