ფინეთში ჯარში, შესაძლოა, ქალების გაწვევა დაიწყონ
ფინეთის თავდაცვის მინისტრი, ანტი კაიკონენი, მზად არის ჯარში ქალების გაწვევის შესაძლებლობა განიხილოს.
ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
„ქალების გაწვევის საკითხის განხილვა საჭიროა. გაწვევის დროს, იქნებოდა შესაძლებლობა მოვუყვეთ მათ იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ჯარი იძლევა. ამასთანავე, იმის შემოწმებაც იქნება შესაძლებელი, აქვთ თუ არა ყველაფერი მათ წესრიგში და საჭიროების შემთხვევაში, გაეწევა რეკომენდაცია დახმარებისთვის ვის უნდა მიმართონ“, – აღნიშნა მინისტრმა.
მედია წერს, რომ ყველა პარტიის მონაწილეობით საპარლამენტო ჯგუფი თავდაცვის ძალების რეფორმის მომზადებას უახლოეს დროში შეუდგება. მინისტრი იმედოვნებს, რომ ჯგუფი, ქალების გაწვევის საკითხსაც განიხილავს.
თავდაცვის მინისტრის წინადადებას, მხარს რეზერვისტთა კავშირიც უჭერს. კავშირის თავმჯდომარემ ტერხო ხაკოლამ აღნიშნა, რომ ფინეთში ბევრი ქალია, რომლებსაც აქვთ უნარი გახდნენ კარგი ჯარისკაცები, თუმცა, არ არის სავალდებულო, რომ მათი მსახურება იგივე სფეროებზე იყოს აქცენტირებული, როგორიც ეს მამაკაცებისთვის არის.
„მაგალითად, ბევრ ქალს გააჩნია ცოდნა კიბერუსაფრთხოების სფეროში“, – აღნიშნა ხაკოლამ.
ფინეთში, ყოველწლიურად, სამხედრო სამსახურს 20 ათასი ადამიანი გადის, მათგან ათასამდე, ნებაყოფლობით საფუძველზე, ქალია.