ირაკლი პეტრიაშვილი თურქეთის პროფკავშირების კონფედერაციის მე-16 გენერალური ასამბლეის გახსნას დაესწრო

სტამბოლში თურქეთის პროგრესული პროფკავშირების კონფედერაციის „DISK”-ის მე- 16 გენერალური ასამბლეა გაიხსნა. ასამბლეაში სპეციალური მიწვევით საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და პროფკავშირების პანევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი მონაწილეობს.

ირაკლი პეტრიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას პროფკავშირების როლზე, მნიშვნელობაზე და თანამედროვე და გლობალური მნიშვნელობის გამოწვევებზე ისაუბრა.

სიტყვით ასევე საერთაშორისო პროფკავშირების ლიდერები, სტამბოლის მერი და თურქეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტის წარმომადგენლები გამოვიდნენ.

დღეს, თურქეთის პროფკავშირების კონფედერაციის “DISK”პრეზიდენტის და მმართველი რგოლის არჩევნებიც გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები