შუახევი – ჩირუხის მიმართულებით გზის გაწმენდით სამუშაოებს შუახევის მერი გაეცნო
შუახევის ადმინისტრაციული ერთეულების და სოფლების მიმართულებით გზების გაწმენდითი სამუშაოები დილიდან აქტიურად მიმდინარეობს.
აჭარის საავტომობილო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაოებში ჩართულნი არიან მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, საკრებულოს წევრები, მერის რწმუნებულები და სოფლის თანაშემწეები.
შუახევი – ჩირუხის მიმართულებით გზის გაწმენდით სამუშაოებს, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე პირადად გაეცნო. დილიდან მუნიციპალიტეტში აჭარის საავტომობილო დეპარტამენტის 20 ერთეული და მერიის 1 ერთეული ტექნიკა მუშაობს. ამ დროის მონაცემებით, მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია აღუდგა.
“ენერგო-პრო-ჯორჯიას“ ინფორმაციით, დღის ბოლომდე ელექტროენერგიის მიწოდება ყველა სოფელს ეტაპობრივად აღუდგება.