ბათუმში თურქეთის მიერ თაღლითობისთვის ძებნილი პირი დააკავეს
ბათუმში, თურქეთის მიერ თაღლითობისთვის ძებნაში გამოცხადებული, თურქეთის მოქალაქე, ათაქან ა. დააკავეს.
ქართველი და თურქი სამართალდამცველების ერთობლივი ოპერაცია მას შემდეგ ჩატარდა, რაც თურქმა პოლიციელებმა ქართველ კოლეგებს შეატყობინეს, რომ მათ მიერ ძებნილი პირი საქართველოში იმყოფება.
დაკავებულმა იზმირში ყალბი კომპანია შექმნა, რომლის ლოზუნგი იყო „ჩადე ბევრი ფული და ბევრს მოიგებ“, რის შედეგადაც მან 30 ათასი ადამიანის მოტყუება შეძლო, თანხების მითვისების გზით. ათაქან ა. კლიენტებს ფულის დაბანდებისთვის მაღალ საპროცენტო განაკვეთს ჰპირდებოდა.
ამჟამად, თურქეთის მოქალაქე საექსტრადაციო პროცედურას გადის.