ნარაზენი-შამადელას დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ნარაზენი-შამადელას ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
რეაბილიტირდება 2300 მეტრი გზა, იგება ბეტონის საფარი. გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. გზის რეაბილიტაციისთვის მილიონ ლარზე მეტი იხარჯება.