„ბავშვები მწერალთა სახლში“ – მორიგი შეხვედრა არჩილ სულაკაურს მიეძღვნება

15 თებერვალს, 13:00 საათზე, მწერლთა სახლში, არჩილ სულაკაურის შემოქმედებას ბავშვები გაეცნობიან. ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც 15 თებერვალი მწერლის დაბადების დღეა.
„სალამურას თავგადასავალი“, „ბიჭი და ძაღლი“, „მტრედები“, „ზევით და ქვევით“, „ლუკა“… პოეტური კრებულები, სცენარები ფილმებისა და მულტფილმებისთვის… – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ლიტერატურული მემკვიდრეობისა, რომელიც არჩილ სულაკაურმა დატოვა.
შეხვედრები „ბავშვები მწერალთა სახლში“ იმართება შაბათობით, 13:00 საათზე. შეხვედრებს უძღვება საბავშვო მწერალი ვასო გულეური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები