რა ჯდება ერთი “ნაფაზი”
British American Tobacco (BAT)-ს ინფორმაციით ყველა დასახელების თამბაქო 20 თეთრით გაძვირდა. სიგარეტის ფასის ზრდის ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება, რადგან ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაში, ერთ-ერთი პუნქტი სწორედ იმას ითვალისწინებს, რომ თამბაქოს ღირებულება ევროპულ ფასს დაუახლოვდეს. დღეს, სიგარეტის საშუალო ფასი უკვე 5-დან 6 ლარის ფარგლებში მერყეობს.
გაინტერესებთ რამდენ ფულს კარგავთ სიგარეტის ყოველი “მოქაჩვით”? – ამ კითხვაზე, რა თქმა უნდა, ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ Report.ge-ის გამოთვლით, ერთი “ნაფაზი” სამ თეთრამდე გიჯდებათ. დიახ, 3 თეთრი ნამდვილად არ გახლავთ დიდი დანახარჯი, მაგრამ რას იტყვით დაკარგულ დროზე? – მეცნიერებმა გამოთვალეს, რა დრო აკლდება ჩვენს სიცოცხლეს თითოეული ღერის მოწევისას და, როგორც აღმოჩნდა, ერთი ღერი სიგარეტი, სიცოცხლის 11 წუთს უდრის.
ამგვარად, ერთი “ნაფაზი” საშუალოდ 3 თეთრი და 66 წამი ჯდება.