საქსტატი: იანვარში ექსპორტი 10%-ით გაიზარდა
2020 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 882.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.7 პროცენტით მეტია.
აქედან, ექსპორტი 262.6 მლნ. აშშ დოლარი იყო (10.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 619.7 მლნ. აშშ დოლარი (3.9 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარში 357.1 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტი შეადგინა.