“სასტიპენდიო პროგრამები იტალიასა და საფრანგეთში“ – საინფორმაციო შეხვედრა შედგება
დღეს, 18:00 საათზე, ახალგაზრდულ სივრცეში “სექტორი 3“ თემაზე – “სასტიპენდიო პროგრამები იტალიასა და საფრანგეთში“ საინფორმაციო შეხვედრა შედგება.
საუბარი განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საქართველოში საფრანგეთისა და იტალიის საელჩოების თანამშრომლობით მიმდინარე სასტიპენდიო კონკურსებს შეეხება. კონკურსები 3 თებერვალს გამოცხადდა, აპლიკაციების გაგზავნა 1 თვის განმავლობაში, 3 მარტის ჩათვლითაა შესაძლებელი. შეხვედრის სამუშაო ენა იქნება ქართული და ინგლისური.
შეხვედრაზე სასტიპენდიო კონკურსებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს კონკურსის პროცედურების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან სპიკერები:
ნინო სულავა – განათლების საერთაშორისო ცენტრის აკადემიური პროგრამებისა და საერთაშორისო პროექტების სამსახურის უფროსი;
ელეონორ გარნიე – საქართველოში საფრანგეთის ელჩის საუნივერსიტეტო და სამეცნიერო ატაშე;
ნიკოლა იორიო – იტალიის ელჩის მოადგილე;
საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.