სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურის თანამშრომლებს “გარემოსდაცვითი განათლების საკითხებზე“ ტრენინგი ჩაუტარდათ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურის თანამშრომლებს „გარემოსდაცვითი განათლების საკითხებზე“ ტრენერთა ტრენინგი ჩაუტარდათ.
ტრენინგი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა ისეთ თემებს როგორიცაა: ნარჩენების მართვა, წყლის რესურსების მდგრადი მართვა, ტყე და ბიომრავალფეროვნება, პრეზენტაციისა და კომუნიკაციის ტექნიკები.
ტრენინგის მთავარ მიზანს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს (ARDA) – რეგიონალური სამსახურის თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა წარმოადგენდა.