ინდოეთში ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა, სულ მცირე, 13 ადამიანია დაღუპული

ინდოეთში, უტარ-პრადეშის შტატში, ავტომაგისტრალზე, სამგზავრო ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა, რომლის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი დაშავდა.

პოლიციის ინფორმაციით, ორსართულიანი ავტობუსი უმოძრაოდ მდგომ სატვირთოს შეეჯახა, მძღოლმა მანქანა ვერ შენიშნა და უკნიდან დაეჯახა.

ავტობუსში 40-45 მგზავრი იმყოფებოდა.

დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები