ირაკლი კობახიძე: ვიმედოვნებთ, ევროპარლამენტიდან უგულავას საქმეზე ფაქტების დამდგენი მისია უახლოეს მომავალში ჩამოვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ ევროპარლამენტიდან “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში მისია უახლოეს მომავალში ჩამოვა.

როგორც მან აღნიშნა, წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, ყველა საჭირო დოკუმენტაცია ნახონ, რაც ამ საქმესთან კავშირშია.

„განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება შიდა პოლიტიკურ პროცესებს, ასევე საუბარი გვქონდა საქართველოსა და ევროკავშირის განვითარებაზე. ყველა საინტერესო საკითხი განხილული იყო ამ შეხვედრებზე. ჩვენ გვქონდა საუბარი უგულავას საქმეზე, რომელიც გამოიტანა უზენაესმა სასამართლომ. ამ საქმესთან დაკავშირებით კოლეგებს დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ. მათ შევთავაზეთ, რომ შეიქმნას სპეციალური ფაქტების შემსწავლელი ჯგუფი, მისია ევროპულ პარლამენტში, რომელიც ჩამოვა საქართველოში, ეს უნდა იყოს შემდგარი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისგან და დეტალურად გაეცნობა ამ საქმეს. ბუნებრივია, უზრუნველყოფილი იქნება ხელმისაწვდომობა ყველა შესაბამის მასალაზე, დოკუმენტზე, რათა ნათელი მოეფინოს ამ საქმეს. მიიღონ ჩვენმა კოლეგებმა სრული ინფორმაცია ამ საქმეზე, რომელიც უკავშირდება 48 მილიონი ლარის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას. შეისწავლება სრულად ეს საქმე და ყველას მოეფინება ნათელი. ამაზე გვაქვს დადებითი გამოხმაურება და იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში ფაქტების დამდგენი მისია ჩამოვა საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები