ონის მერიაში აგროპროექტის “დანერგე მომავალი – კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის“ შესახებ სემინარი ჩატარდა
ARDA სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს და სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ერთობლივი თანამშრომლობით, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში აგროპროექტის “დანერგე მომავალი – კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის“ შესახებ სემინარი ჩატარდა, რომელიც კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენებისათვის საჭირო ნერგების, წვეთოვანი სარწყავი სისტემის და სხვა საჭირო მასალების შეძენისა და 0.15 ჰა-დან 0.5 ჰა-ს ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე მოწყობის ღირებულების 100%-ით დაფინანსებას ითვალისწინებს. პროექტში 20 ბენეფიციარი ჩართულია.
პროექტი „დანერგე მომავალი“ ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.
პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტურ გამოყენებას მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, რის შედეგადაც განხორციელდება იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება და გაიზრდება საექსპორტო პოტენციალი, გაადვილდება გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფის შესაძლებლობა და გაუმჯობესდება სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ასევე, ადგილობრივი მაღალხარისხიანი, ფიტოსანიტარულად სუფთა სარგავი მასალების (ნერგების) წარმოების მხარდაჭერას, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება თანამედროვე ინტენსიური ბაღების გაშენებით დაინტერესებული პირებისათვის იმპორტირებულთან შედარებით იაფი სარგავი მასალების შეთავაზება. ეს ყოველივე კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ბაღების გაშენებას და მეხილეობის სექტორის რაოდენობრივ და თვისობრივ გაუმჯობესებას.