დავით საგანელიძემ ისრაელის ახლადდანიშნულ ელჩს “საპარტნიორო ფონდის” საქმიანობა გააცნო

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ საქართველოში ისრაელის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რან გიდორი მიიღო.

ფონდში გამართულ გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ხანგრძლივი ისტორიული, კულტურული და ბიზნესურთიერთობების შესახებ ისაუბრეს. დავით საგანელიძემ და ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი დანელიამ ელჩს „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობა გააცნეს და ისრაელის კომპანიებთან განხორციელებული საინვესტიციო პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

საქართველოში ისრაელის ელჩმა, რან გიდორმა აღნიშნა, რომ მისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაა და ამ მხრივ, „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ასევე, შეხვედრას ესწრებოდა ისრაელის საერთაშორისო თამაშრომლობის განვითარების სააგენტოს – მაშავის კოორდინატორი გიორგი ჟღენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები