იენს სტოლტენბერგი: რუსეთს ახალი სარაკეტო სისტემების განთავსებაზე პასუხს გავცემთ, თუმცა გამალებული შეიარაღების არიდება გვსურს

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს რუსეთის მიერ ახალი ტიპის რაკეტების განთავსების ფონზე, გამალებული შეიარაღების არიდება სურს.

ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

„შეშფოთებული ვართ, რუსეთის ახალი სარაკეტო სისტემების გამო, არა იმიტომ, რომ SSC-8-ები საშუალო და ახლო მანძილის რადიუსის მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებას არღვევენ, რამაც შეთანხმების ლიკვიდაცია გამოიწვია გასულ წელს. პასუხს გავცემთ, მაგრამ სარკისებრი რეაგირება არ გვექნება იმაზე, რასაც რუსეთი აკეთებს. არ ვგეგმავთ სახმელეთო ბაზირების ახალი რაკეტების განთავსებას ევროპაში“,-თქვა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, 13 თებერვალს ალიანსის წევრი ქვეყნების მინისტრები რუსეთის სარაკეტო სისტემების მთელ სპექტრთან დაკავშირებით საპასუხო ზომებზე იმსჯელებენ, რომლებიც განთავსებულია, ან შექმნის სტადიაში იმყოფება.

„გვსურს გამალებული შეიარაღების არიდება, ამიტომ შევხედავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია შეიარაღების კონტროლის სფეროში. ახალი გამალებული შეიარაღება სახიფათო იქნება, ასევე ძალიან ხარჯიანი“,-აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები