მამუკა მდინარაძე: სამწუხაროა, როცა რომელიმე პოლიტიკოსის განცხადება ფაქტებს სცდება, მით უმეტეს, თუ ეს პოლიტიკოსი გუნდის ყოფილი წევრია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის ყოფილი წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა.

მდინარაძის შეფასებით, სამწუხაროა, როცა რომელიმე პოლიტიკოსის განცხადება ფაქტებს სცდება, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, თუ ეს პოლიტიკოსი გუნდის ყოფილი წევრია.

„ხშირად მივმართავ მე პირადად ასეთ ხერხს, რომ ვსაუბრობ ფაქტებზე და შეფასებასაც კი არ ვაკეთებ. როდესაც ფაქტები სხვაზე მეტყველებენ და რომელიმე პოლიტიკოსის განცხადება ფაქტებს სცდება, ეს სამწუხაროა, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, თუ ეს პოლიტიკოსი გუნდის წევრი იყო. აქედან გამომდინარე, შეიძლება, თავისი მიზანი ამოძრავებდეს, პოლიტიკური ან სამომავლო პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს ადამიანს, რომელიც გუშინ გუნდის წევრი იყო და დღეს ასე აღარ არის. მათი დღევანდელი განცხადებები შეიძლება, არ გამოირჩევა ორიგინალურობით სხვა ადამიანებისგან, რომლებიც ამ ფაქტებს ასევე სუბიექტურად აფასებენ, ეს მათი გადასაწყვეტია, მე ვერ მივუთითებ. გიგი უგულავასთან დაკავშირებით, ჩვენ ვხედავთ ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებების კასკადს. მარგველაშვილი გუშინ თუ ამბობდა, რომ უგულავა არ უნდა შეიწყალოს და სხვადასხვა მიზეზებს ასახელებდა, თუ ნათელაშვილი ასევე ამბობდა, რომ ის იყო მთავარი ზონდერი „ნაცმოძრაობის“, დღეს მათი პოზიციები განსხვავებულია, აქ უკვე საზოგადოება ხედავს ამ ყველაფერს და მათი გადასაწყვეტია რეაგირება, ვინ არის მართალი, რას ამბობდნენ ისინი წარსულში, რამდენიმე წლის წინ და რას ამბობენ დღეს. მე ჩემი შეფასება მაქვს და შეიძლება ვინმე სუბიექტურად აღიქვამს, მაგრამ საზოგადოება ამ ყველაფერს კარგად აფასებს და ამიტომაც არის ისეთი რეიტინგები, როგორიც არის“ ,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები