ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის, გერმანიის პროკურატურამ, რუსეთის მოქალაქის დაკავების ორდერი გასცა

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ, რუსეთის მოქალაქის დაკავების ორდერი გასცა, რომელიც ბერლინში, საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. მას ასევე ბრალად, იარაღის შესახებ გერმანიის კანონმდებლობის დარღვევა ედება.

რუსეთის მოქალაქე, ვინმე ვადიმ სოკოლოვი, კალსრუეს ფედერალურ სასამართლო პალატაში ვერტმფრენით, განმეორებითი დაკითხვის მიიყვანეს.

ხანგოშვილის მკვლელობის საქმეს, თავდაპირველად, ბერლინის პროკურატურა იძიებდა, თუმცა მოგვიანებით, საქმე ფედერალურ პროკურატურას გადაეცა, რაც იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც მკვლელობაში, ეჭვმიტანილია სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები.

The Insider-ის ინფორმაციით, სინამდვილეში, ვადიმ სოკოლოვი – 54 წლის ვადიმ კრასიკოვია, რომელიც რუსეთის მიერ საერთაშორისო ძებნაში, 2014 წელს იყო გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები