იდლიბში ჩამოგდებული ვერტმფრენის საპასუხოდ, რუსეთმა სამოქალაქო ობიექტი დაბომბა, სულ მცირე, 12 ადამიანია დაღუპული(ფოტო+18)

რუსეთის სამხედრო ძალებმა, იდლიბში აგრარული ბაზრის ტერიტორია დაბომბეს, რომლის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანია დაღუპული.

საჰაერო იერიში, სირიის ოპოზიციის ძალების მიერ 11 თებერვალს ჩამოგდებული ვერტმფრენის პასუხად განხორციელდა, რომელშიც ბაშარ ასადის რეჟიმი თურქეთს ადანაშაულებს.

მომხდარის ამსახეველი ფოტოკოლაჟი Bild-ის ჟურნალისტმა Twitter-ში ატვირთა.

იდლიბში შექმნილ ვითარებას დღეს, ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გამოეხმაურა, რომელმაც რუსეთს და ასადს იდლიბში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

გარდა ამისა, უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში, იდლიბში 13 თურქი სამხედროს დაღუპვის გამო, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ასადს შურისძიებით დაემუქრა.

მისი თქმით, ასადი „მაღალ საფასურს გადაიხდის“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები