ახალციხეში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
ახალციხეში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. საერთო კრებები მინაძის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იოსებ კაპანაძე, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და დეპუტატები ესწრებოდნენ.
საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს ეყარა კენჭი, ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში შემდეგი პრიორიტეტები გამოვლინდა – სოფელი მინაძე – არსებული ხიდის რეაბილიტაცია; სოფელი ჭაჭარაქი – სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების რეაბილიტაცია და სოფელი ღრელი – სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
მიმდინარე წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი დაიხარჯება. პრიორიტეტების გამოსავლენად, საკონსულტაციო შეხვედრები 24 თებერვლამდე გაგრძელდება. მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით თავად გადაწყვეტს, რას მოხმარდება თითოეული დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.