შს მინისტრის მოადგილემ “112”-ის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ს ესტუმრა და ცენტრის თანამშრომლებს “112”-ის დღე მიულოცა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი “112”-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა, მოადგილეებთან ერთად უმასპინძლა.
გიორგი ბუთხუზმა ქოლცენტრი და “112”-ის სასწავლო ცენტრი დაათვალიერა, ასევე, ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის სპეციფიკასა და სამუშაო პირობებს გაეცნო.
2009 წელს, ევროკომისიამ, ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ 11 თებერვალი “112”-ის დღედ გამოაცხადეს. 11 თებერვალს, როგორც საქართველო, ასევე, მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, “112”-ის დღეს აღნიშნავენ.